ნინო ჯავახაძის განცხადებით, გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გვერდში უდგას, რათა დამნაშავეების დასასჯელად საკმარისი საფუძველი შეიქმნას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გვერდში უდგას, რათა დამნაშავეების დასასჯელად საკმარისი საფუძველი შეიქმნას.
„გამოძიება ყველაფერს აკეთებს. თავდაპირველად გამოძიება მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იყო დაწყებული. გუშინ საქმეს წამების მუხლი დაემატა. გამოძიება ოჯახს ყველანაირად გვერდში უდგას, რათა ყველა საკმარისი საფუძველი შეიქმნას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. გამოძიების ფარგლებში რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის ექსპერტიზები“,- აღნიშნა ჯავახაძემ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, კომისიური ექსპერტიზის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც ჯავახაძე აცხადებს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი წარდგენა შესაბამის ვადებში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს.
დანიშნულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა დაადგინოს.
მსგავსი სიახლეები

შსს მზად არის, ნებისმიერ დროს წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე

ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ
