ნინო გოგუაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს დაადებს.

ნინო გოგუაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს დაადებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს დაადებს. გოგუაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ პროცესში და ზუსტად იცის ამ კონსტიტუციის ყველა ხარვეზი.

„პრეზიდენტმა რომ ყველა ფორმატზე თანხმობა განაცხადოს, უმრავლესობა მაინც არ შეხვდება პრეზიდენტს, რადგან, რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკების სურვილი მას არ აქვს. გიორგი მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ პროცესში, ზუსტად იცის ამ კონსტიტუციის ყველა ხარვეზი და პრობლემური საკითხი და ამიტომ იგი ზედმიწევნით ზუსტად დაადებს ამ კონსტიტუციის პროექტს თავის ვეტოს“,-განაცხადა გოგუაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები