ნინო გიორგობიანი ციფრულ კოვიდ-პასპორთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

ნინო გიორგობიანი ციფრულ კოვიდ-პასპორთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ციფრულ კოვიდ-პასპორთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ინფორმაციისთვის
• ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველო მიუერთდა.
• საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა. https://ec.europa.eu/…/eu-digital-covid-certificate_en
• ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048 ან Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details… ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.
• აპლიკაცია აჩვენებს ინფორმაციას პირის სტატუსის (ვაქცინაციის, ტესტირებისა და კოვიდის გადატანის) შესახებ.
• იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა:
 მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ ბარათი. თუ მოქალაქეს 17 ნოემბრამდე უკვე აღებული აქვს კოვიდ ბარათი, აუცილებელია მისი განახლება.
• ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/292 საშუალებით უნდა გადაამოწმოს რა პოლიტიკას/რეგულაციებს იყენებს ეს თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. – წერს ნინო გიორგობიანი

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები