ნინო ბურჯანაძე – სააკაშვილს არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა – არ იყო საცემიო?

ნინო ბურჯანაძე – სააკაშვილს არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა – არ იყო საცემიო?

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაიკითხება. ბურჯანაძე ჩვენებას ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აძლევს. როგორც ბურჯანაძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის სასამართლოს მიაწვდის იმ ინფორმაციას, რაც იცის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

“მე შევხვდი ვალერი გელაშვილს მაშინვე როგორც კი ეს ამბავი მოხდა. როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნათელი იყო რომ ეს არ იყო ჩვეულებრივ ვითარებაში ნაცემი მოქალაქეების მხრიდან. ეს იყო სპეცოპერაცია და ამასთან დაკავშირებით მე სააკაშვილთანაც მქონდა საუბარი. რომელსაც ეს არ უარყვია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისთვის პირადად არ უთქვამს, რომ დეპუტატის ცემის დავალება მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მისცა.
“მას არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება მან გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა: არ იყო განა საცემიო? სააკაშვილი საქმის კურსში იყო მის გარეშე ვერავინ ვერ სცემდა დეპუტატს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები