ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ”ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო”.

„საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა მეორე ადგილზე გაეყვანა ”ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ნაციონალური-მოძრაობა“. მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის. უბრალოდ მათ იმდენიც ვერ გააყალბეს, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. კერძოდ, საჩხერის პრაქტიკულად ყველა უბანზე მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“. ივანიშვილმა და ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს. საჩხერე არის ერთადერთი რაიონი მთელს საქართველოში, სადაც ყველა უბანზე მეორე ადგილზე ბოკერიას პარტია გავიდა. ეს არის პირდაპირი გარიგება ბიძინა ივანიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ შორის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები