„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურა მერიის წინ განვითრებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალასა და მერიის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურის თქმით, ეს მტკიცებლება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება ამ მიმართლებით, მიტ უმეტეს სამართლებრივად არ არსებობს არანაირი ოქმი თუ რის გამო მოხდა ჩემი აქციიდან გატაცება, როგორ აღმოვჩნდი მერიის ადმინსიტრაციულ შენობაში. სკამზე რომ ვწევარ და ვზივარ, მხოლოდ ეს ვიდეო გაავრცელა დედაქალაქის მერიამ ანუ იმ სკამზე ხო არ დავბადებულვარ, არც შოკოლადს უწყენინებია და ამის გამო არ იძახებდნენ სასწრაფოს.
არ რცხვენია პრემიერმინისტრს, რომ საუბრობს ხაბეიშვილის 2011 წლის სტატუსზე 2017 წელს, რაც შეეხება სტატუსს, დიახ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები არიან პოლიტიკური ნაგვები და დღესაც გავიმეორებ, ნინო ბურჯანაძე არის კრემლის აგენტი“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი ნაცმოძრაობაზე – პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არის არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანი
