ნიკა რურუა – თუ დიალოგი არ შედგება, ოპოზიცია სტრასბურგში იმისთვის არ წავა, რომ კონსენსუსის ილუზია შეიქმნას

ნიკა რურუა – თუ დიალოგი არ შედგება, ოპოზიცია სტრასბურგში იმისთვის არ წავა, რომ კონსენსუსის ილუზია შეიქმნას

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სტრასბურგში, 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა  არ შედგება,თუ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის არ შედგა.

”დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ საკონსტიტუციო რეფორმებია.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციასთნ დიალოგი არ შედგეს.

”ხელისუფლება ეშმაკობს, ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არ არის დიალოგისთვის. ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი არ შედგეს და მაშინ სტრასბურგში წასვლას აზრი არა აქვს. პასუხისმგებლობა ამაზე ხელისუფლებას ეკისრება. თუ დიალოგი არ შედგება, ოპოზიცია სტრასბურგში იმისთვის არ წავა, რომ კონსენსუსის ილუზია შეიქმნას“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის პრინციპი მკაფიოა, – 2020 წლისთვის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ხალხმა პრეზიდენტი საკუთარი ნებით, პირდაპირი წესით აირჩიოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები