“ნიკა მელიას პაიკივით შეწირვა სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული”

“ნიკა მელიას პაიკივით შეწირვა სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული”

სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, ფაქტობრივად, მსხვერპლად, პაიკივით ნიკა მელიას შეწირვა ამ თამაშში, რათა ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა „ქართულ ოცნებაში” საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გაკეთებული შეფასებების გამო, ხელაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც ინაწილებს, ვინაიდან ორივე მხარეს ერთად უნდა მოეძებნა აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი.

გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული.

პასუხისმგებლობას ინაწილებს მთლიანად როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ვინაიდან ჩვენ ერთად უნდა მოგვეძებნა გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, რომ მაქსიმალურად მოეხდინა, ფაქტობრივად, პაიკივით მელიას შეწირვა მსხვერპლად ამ თამაშში იმისთვის, რომ ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო.

„ქართული ოცნების” მთავარი გუნდი და „ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, ამ თამაშში არ გაჰყოლია არავის, ვინაიდან, ჩვენ გვავიწყდება, რომ აქ არის სრულიად სხვა ერთეული, რომელზეც არის საუბარი – ეს არის სახელმწიფო, რომელიც თავისი ლოგიკით მუშაობს მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მის სათავეში.

პროკურატურა უბრალოდ, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ მოვიწონო მისი საქციელი, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა, რაც შეიძლება რბილად მოპყრობოდა მელიას, მაგრამ ამაში, პოლიტიკური ძალა, არც თეორიაში და არც პრაქტიკაში, არ და ვერ ჩაერეოდა.

შესაბამისად, ახლა თქვენ თუ იქითკენ მიგყავთ საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მელიას დაპატიმრება და ამიტომ, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ეს უბრალოდ არასწორია.

ეს იყო პაიკივით მელიას შეწირვა იმისთვის, რომ რაღაცა მომგებიანი სვლა განეხორციელებინა”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები