“ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში”

“ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში”

იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დროა, ნიკა მელიამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და კანონის დაცვით საკუთარი თავი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

„გუშინ, გუშინ წინ ეთერებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ნიკა მელია ან საერთოდ აღარ ისმოდა, ან ძალიან იშვიათად ისმოდა. ჩემს დროს ასე იყო,  ალბათ ახლაც ასეა და საკანში მყოფი ნიკა მელიასთვის ყველა სატელევიზიო არხია ხელმისაწვდომი. იმედია, გააანალიზებს და მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრება, რაც დრო გავა, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამიტომ დროა, მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, კანონის დაცვით თავად საკუთარი თავი გაათავისუფლოს პატიმრობიდან, რადგან ამ კაცის პოლიტიკური კარიერა არ გადის ციხეზე. მისი გარემოცვა და პოლიტიკური თანამებრძოლები, ვინც მელიას ამას აჯერებს, პირდაპირ ვიტყვი, არიან მისი მომავლის მტრები. ის სჭირდებათ ინსტრუმენტად. იმედი მაქვს, ნიკა მელია არ გამოაყენებინებს არავის თავს უბრალო ინსტრუმენტად არც თბილისში, არც კიევში. დანარჩენი თავისი გადასაწყვეტია, რადგან ეს ბოლო დღეები მელია დაგავიწყდათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები