“ნიკა მელია გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის”

“ნიკა მელია გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის”

ნიკა მელია გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მელიას ქცევა აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აგონიაში არიან, რადგან შეთანხმების ჩაშლა ვერ შეძლეს.

ნიკა მელიას განცხადება კარგად აჩვენებს, რომ ეს იყო დღის წესრიგი. „ნაციონალური მოძრაობა“ მას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს, რომ ებიძგებინა მისთვის, დაერღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილიყო და მისი გამოყენება მომხდარიყო მღელვარების გამოსაწვევად. ვხედავთ, რომ საფუძველი არ არსებობს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვოს, ის გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის. ეს მდგომარეობა არასერიოზულია და ერთი რამით აიხსნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თვეების განმავლობაში შეთანხმების ჩაშლა რამდენჯერმე წარმატებით შეძლეს, გუშინწინ ჩაშლის ყველა შესაძლებლობა ჩაეკეტათ და ახლა ისინი აგონიაში არიან, ცდილობენ, იქნებ, შეთანხმების აღსრულება შეაფერხონ და ამით მღელვარება შემოიტანონ. მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხებულია და ეს მარცხი უკვე აღიარეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები