ნიკა გვარამიას, განცხადება ფაქტიურად ფაშისტური მანიფესტია

ნიკა გვარამიას, განცხადება ფაქტიურად ფაშისტური მანიფესტია

ნიკა გვარამიას, განცხადება ფაქტიურად ფაშისტური მანიფესტია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებაზე გააკეთა, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს.

„შემომწირველები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ ადამიანები ყველა შემთხვევას იყენებენ, რათა მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია მოახდინონ. მთავარია, თანხები კანონიერად იყოს გადარიცხული და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გვარამიას, ფაქტიურად, მისი განცხადება ფაშისტური მანიფესტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”.
ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები