“ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ხელი მომაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო, შოკისმომგვრელია”

“ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ხელი მომაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო, შოკისმომგვრელია”

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკა გვარამიას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. ნინო გოგორიშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ხელი მომაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო.  

ექიმის თქმით, მას არ უთქვამს რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობის გაგრძელებასა და რეაბილიტაციას საზღვარგარეთ საჭიროებს, ნიკა გვარამიამ კი, როგორც ნინო გოგორიშვილი განმარტავს ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც მან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

“28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა, თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ იყო გაცემული მოკლე პასუხები. ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით. რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერი გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკს მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან სადაც მან მიწოდა მკვლელი ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას,“- აცხადებს ნინო გოგორიშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები