ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი – მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე “ზრუნვაში“ ამოსდით სული- ლაშა ნაცვლიშვილი

ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი – მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე “ზრუნვაში“ ამოსდით სული- ლაშა ნაცვლიშვილი

ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი – მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე “ზრუნვაში“ ამოსდით სული, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ პიარკონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაზა ოქუაშვილს წაართვა და დაუხურა ტელეკომპანია “იბერია“. “ქართულმა ოცნებამ“ ზაზა ოქუაშვილს დაუბრუნა ტელეკომპანია “იბერია“. წამრთმეველთა შორის ერთ-ერთი იყო ნიკა გვარამია. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა დააგროვა საქართველოს ბიუჯეტის 50 მილიონი ლარი, ანუ ჩვენი პენსიონერების, პოლიციელების, პედაგოგებისა და ექიმების ვალი. მათ შორის ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2“-ში დააგროვა ვალი.

ნიკა გვარამიამ ცალკე მიტაცებულ “რუსთავი 2“-ში, როდესაც მიტაცებული კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა, დააგროვა 25 მილიონი ლარი. ახლა ეს ორი – მსხვერპლი და ჯალათი გაერთიანდნენ და “იბერიის“ ბაზაზე დააფუძნეს ახალი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობის უფლება, ავტორიზაცია ერთ კვირაში გაიარეს. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიაში შემოვარდნის მთავარი ნარატორი და ეგზეკუტორი თვითონ გვარამია იყო. მათ მიიტაცეს “რუსთავი 2“, მათ მიიტაცეს ტელეკომპანია “იმედი“, დახურეს “202“, დახურეს “იბერია“ , დახურეს “მზე“ და აბსოლუტურად დაიქვემდებარეს “საზოგადოებრივი მაუწყებელი“. აკრძალეს დე ფაქტო ლიცენზიის გაცემა მაუწყებლობაზე და ერთი ხმით ალაპარაკეს სამი ფედერალური არხი. ახლა, ამის მსხვერპლი და ორგანიზატორი გაერთიანდნენ და ტელეკომპანია “იბერიის“ ბაზიდან, ხალხზე მოპარული ჯამური 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე “ზრუნვაში“ ამოსდის სული. იმ ხალხზე, ვისაც 80 მილიონი ლარი დეკლარირებულად მოჰპარა“. – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები