ნიდერლანდების სამეფოში უამინდობის გამო, ფრენები გადაიდო. ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა 75 რეისი გააუქმა, აქედან 60 რეისი ევროპის მიმართულებით იყო ჩანიშნული.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ამ დრომდე ფრენები საქართველოს მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და არც ერთი რეისი არ გადადებულა.
ნიდერლანდების სამეფოში ძლიერი ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა საავტომობილო მაგისტრალებზეც. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო მოძრაობა როტერდამი-ჰააგას დამაკავშირებელი გზის საავტომობილო მონაკვეთზე. ქარიშხლის შედეგად დაზიანებების და დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე ასეული აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ნიდერლანდების მეტეოროლოგიური ინსტიტუტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღის ბოლოს ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 120კმ/საათს მიაღწიოს.
მსგავსი სიახლეები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარსელონაში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა.

მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმაურება.
