“ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე, შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა”- უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძე

“ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე, შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა”- უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძე

“ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე, შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა”, – ამის შესახებ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულმა, ბესიკ ტაკიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
„მეგობრებთან ერთად, მდინარეზე ვიმყოფებოდი საქეიფოდ და დანა თან მქონდა წაღებული. უკან დაბრუნებისას, გამოვედი სოფელ მუხაესტატეს ცენტრში, სადაც ხის გადატანა მიმდინარეობდა. სახლისკენ რომ მივდიოდი, ხალხმრავლობა დავინახე. პოლიციელებიც დავინახე და საუბარს შევეცადე. მოვიდა ბუტა ანთაძე და მითხრა, სახლში გაეთრიეო… შემაფურთხა, რის გამოც ავღელდი. ნერვებმოშლილმა დანა ავიღე და გამოვიყენე. შეშინება მინდოდა, ვიდრე მოკვლა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს”,- განაცხადა ბესიკ ტაკიძემ.
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი 14 ივნისს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-​ის 108-​ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები