“ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამის თარგმნა, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია”

“ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამის თარგმნა, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია”

“ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამის თარგმნა, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იგი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა „რუსთავი 2“ არის.
„ჩემი აზრით, უკვე თქვენს კითხვაშივე არის არასწორი პასაჟი. თუ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნაა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს რომელიმე ტელევიზიიდან და ეს შეიძლება იმდაგვარად შეაფასოთ, როგორც თქვენ კითხვა დამისვით, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით კითხვის შინაარსში. ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც მე, ვუსმინე ამ ინტერვიუს და ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მინიმალური სტანდარტის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ტელევიზიიდან, მათ შორის „რუსთავი 2“-დან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმრავლესობასაც აქვს იგივე განცდა. შესაბამისად, ამის თარგმნა, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ აცხადებს, რომ მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და დაცული უნდა იყოს ჟურნალისტური სტანდარტი.
„რა თქმა უნდა, თავად მედიის გადასაწყვეტია ამ სტანდარტს როგორ დაიცავს, მაგრამ ის, რომ არ ისმის განსხვავებული აზრი და გარკვეული ადამიანები, მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიდიან ტელევიზიაში თავისი აზრის დასაფიქსირებლად, ჩემი აზრით, სრულად მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები