ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს-დიმიტრი ქუმსიშვილი

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს-დიმიტრი ქუმსიშვილი

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ, დასამალი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროკურატურაში მისი გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, პროკურატურის კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ მასთან დაკავშირებული.

„პროკურატურაში გახლდით დაახლოებით 20 დღის წინ, შეიძლება, მეტის, არ მახსოვს ასე ზუსტად. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა, ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში.

ყველა ის მოსაზრებაზე და კითხვაზე, რაც მათ ჰქონდათ, მაქსიმალური პასუხი გავეცი. დღეს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა.

ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ. დასამალი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვემსახურე კარიერის განმავლობაში ჩემს ქვეყანას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები