NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშის მიხედვით, “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშის მიხედვით, “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშის მიხედვით, “სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია , რომელიც მედიას NDI-ის დელეგაციამ გააცნო”.
სადამკვირვებლო მისიის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ერთპარტიული მმართველობის ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ყველა მთავრობას ახასიათებს.

“ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”,- აცხადებს NDI.

NDI-ის შეფასებით, არჩევნების დღემ, ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა – საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების დამტკიცება. ხმების დათვლის პროცესმაც, NDI-ის აზრით, ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, NDI ყურადღებას ამახვილებს უთანასწორობას მმართველი და ოპოზიციური პარტიების რესურსებს შორის, რამაც ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები