NDI: გამოკითხული მოსახლეობის 48% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 48% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს  გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად პოლიციის საქმიანობის დადებითი შეფასება, წინა წელთან შედარებით 7% -ით არის გაზრდილი და 41%-დან 48% -მდე მოიმატა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებით, წელს პოლიციას ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.

NDI-იმ 2019 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 28 მარტიდან – 15 აპრილამდე ჩატარდა და 2 927 ადამიანი გამოიკითხა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები