“ნაცმოძრაობის“ მოთხოვნა, რომ შევიკრიბეთ და ამიტომ ციხის კარი გახსენით და გამოუშვით ჩვენი ლიდერი, წარმოუდგენელია”

“ნაცმოძრაობის“ მოთხოვნა, რომ შევიკრიბეთ და ამიტომ ციხის კარი გახსენით და გამოუშვით ჩვენი ლიდერი, წარმოუდგენელია”

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, რომ შევიკრიბეთ და ამიტომ ციხის კარი გახსენით და გამოუშვით ჩვენი ლიდერი, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

გუშინდელი აქცია ხომ იმას ემსახურებოდა, რომ ერთმანეთი გაამხნევონ და ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ რომ ბევრნი არიან და მეორე ტურისთვის იქნებ რაღაც გარდამტეხი ცვლილება მოჰყვეს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები