„ნაცმოძრაობის“ კიდევ 11 წევრი, მათ შორის კოტე იოსელიანი, მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლეს
თბილისის საკრებულოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 11 წევრის სასამართლო პროცესი 17 ოქტობრამდე გადაიდო. 11-ვე დაკავებული მომდევნო სასამართლო სხდომამდე გათავისუფლდნენ. მათ შორის იყო ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოტე იოსელიანი. დაკავებულების განცხადებით, მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
მანამდე, საქალაქო სასამართლომ მომდევნო სხდომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სამი წევრი გაათავისუფლა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

მდინარაძე-“გულწრფელად ვისურვებდი, რომ პარლამენტში საკამათოდ მოდიოდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა არაკორექტული გამონათქვამებით”

დავით ბაქრაძეს განცხადებით, ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.
