“ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ განსხვავებულად ფიქრობდი – რუსეთის აგენტი იყავი”

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ განსხვავებულად ფიქრობდი – რუსეთის აგენტი იყავი, ახლა ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ – ბიძინაზე ხარ დაკიდებული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ფუნდამენტალიზმი, აზროვნების ფუნდამენტალიზმი, ის ხალხი ვინც დღეს ოპოზიციაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებიანად, ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ რა იყო პრობლემა, თუ განსხვავებულად ფიქრობდი, რუსეთის აგენტი იყავი, დღეს ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ გეუბნებიან, ბიძინაზე ხარ დაკიდებული.
პარტიის თავმჯდომარემ დატოვა პარტია და რა დაუწუნა მან პარტიას – ელჩების გინება და სტრატეგია, ანუ რევოლუცია გინდათო და მე ეს არ მინდაო. მან გაბედა და განსხვავებული აზრი ხმამაღლა დააფიქსირა. მე ვისურვებდი ბევრ გამბედავ ქართველ პოლიტიკოსს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტი: რუსეთი განაგრძობს აგრესიისა და პროვოკაციის გზას, პროვოკაციით და აგრესიით გადაადგილდება საოკუპაციო ხაზზე

კახა კალაძე: ნუ მომთხოვთ, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა, ერთ წელიწადში გავაკეთო, ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება და პარლამენტში განახლებული სახით იქნება წარდგენილი

ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე, სამართალმდაცველების მიერ ნიკა მელიას რუსთველის გამზირიდან გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
