“ნაცმოძრაობაში“ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ბულინგიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ”

“ნაცმოძრაობაში“ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ბულინგიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ”

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის გარკვეული მიმართულებები, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლის ინტერესი აქვთ, ისინი დღემდე ბულინგსა და შანტაჟს ექვემდებარებიან, ამაზე საჯაროდაც საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტიის შიგნით კონკრეტული დეპუტატები არიან, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ იმ ბულინგიდან და შანტაჟიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება პარტიის ლიდერების, სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას მხრიდან სხვადასხვა ფორმით.

ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც ჩანს, რომ საუბრისთვის გარკვეული სივრცეა. ბულინგი და შანტაჟი ყველას თვალწინ მიმდინარეობს. რა ხდება სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში, როგორ აშანტაჟებენ და აბულინგებენ პოლიტიკოსებს ამას ყველა ხედავს. უკვე პოლიტიკოსებს მიღმა გავიდნენ. უკვე თავს ესხმიან უმძიმესი ფორმით ფასილიტატორ ელჩებს. მათ შეურაცხყოფებს აყენებენ. ამაზე საუბრობენ, მათ შორის ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ბულინგს და შანტაჟს თვითონ არიან დაქვემდებარებული. ეს ყველაფერი ამ რადიკალური ოპოზიციის ბუნებაზე მეტყველებს. ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი პარლამენტში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები