“ნაცმოძრაობას“ ვურჩევ, ლიდერის გათავისუფლებაზე ოცნებას, “შავი სიების“ წერასა და დესტრუქციაზე ფიქრს შეეშვან”

“ნაცმოძრაობას“ ვურჩევ, ლიდერის გათავისუფლებაზე ოცნებას, “შავი სიების“ წერასა და დესტრუქციაზე ფიქრს შეეშვან”

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, ლიდერის [მიხეილ სააკაშვილი] გათავისუფლებაზე ოცნებას, „შავი სიების“ წერასა და დესტრუქციაზე ფიქრს შეეშვან – ეს უკეთესი იქნება პირადად მათთვის, ხოლო ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას ჩამოშორდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„შევეჩვია იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვირაში ერთხელ თავის გადაწყვეტილებას ცვლის. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ წინადადება ეთქვათ და არ შეეცვალათ. ასე მოხდა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებითაც. პარლამენტში „ნაცები“ იყვნენ და დავინახეთ, რომ ვერაფერს აკეთებდნენ. ერთადერთი, რაც გაკეთეს, ეს იყო ხმაური. სრულფასოვან მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინტელექტი, ცოდნა, რაც სამწუხაროდ ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ. მათ ეს დაამტკიცეს ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში შემოვიდნენ. არ მახსოვს მათი წამოყენებული არცერთი წინადადება. ვურჩევ მათ, რომ შეუდგნენ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას თუ ამის ინტელექტი და მორალური ძალა ჯერ კიდევ შერჩათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები