“ნაცმოძრაობას” მეტი რესურსი არ გააჩნია არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური”

“ნაცმოძრაობას” მეტი რესურსი არ გააჩნია არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური”

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს რომ ნაცმოძრაობს დესტაბილიზაციისკენ აქვს მისწრაფება, რაც რუსეთის მისწრაფებებს ემთხვევა:

“ნაცმოძრაობას მეტი რესურსი არ გააჩნია არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური გარდა იმისა, რომ სულ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში. მაგრამ ეს არ არის გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფის მისწრაფება, ეს მისწრაფება ემთხვევა იმას, რომელიც გააჩნია რუსეთს,” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნით მათი ნაწილი პარლამენტში შიმშილობდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები