“ნაციონალურმა მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს“

“ნაციონალურმა მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი საბოლოოდ აღიარა.

„ნაციონალურმა მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღიარა ის მარცხი, რომელიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს. ამასთანავე, მათ საზოგადოებას აჩვენეს თავისი რეალური სახე, რომ მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ისინი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეერთებიან დღემდე და იმას, რომ დღემდე ჯერჯერობით ისინი პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი.

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს დესტრუქციული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამის ფონზე შეძლოს, გარკვეულწილად ხელისუფლება დაიბრუნოს, რისი არანაირი საფუძველი არ აქვს, რამეთუ საზოგადოების მხრიდან მათ თითქმის აღარ აქვთ მხარდაჭერა. ამ შვიდმა თვემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რა რის მათი ძირითადი მიზანი, რომ საზოგადოების კეთილდღეობა მათი დღის წესრიგი არ არის. ამიტომ, დღითი დღე მათი რეიტინგი იკლებს. ამის რეალურ შედეგებს ჩვენ ვნახავთ შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები