“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, მიიღებს თუ არა პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაფასებენ არჩევნებს, მათ შორის, პარტიის წევრების თქმით, საუბარი შეეხება საარჩევნო პროცესში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს.
დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ზოგადად პარტიის სამომავლო გეგმები იქნება.
სხდომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
”მოგეხსენებათ, პარტიის პოლიტიკური საბჭო გახლავთ მთავარი მმართველი ორგანო. ამ მმართველი ორგანოს ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა შეფასდეს, თუ რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე, სად რა სახის მძიმე დარღვევები იყო ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, გაცილებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე საათი გაგრძელდეს. მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას”, – განაცხადა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
რაც შეეხება საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლის საკითხს, როგორც მელიამ აღნიშნა, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება.
“ყველა არენაზე განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იბრძოლოს, ეს იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში. ამიტომ ეს საკითხი არ დგას”,-განაცხადა მელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები