“ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. მანამდე, მათ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს და საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა გააპროტესტეს. გამზირი ორმხრივად გადაიკეტა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
გადაწყვეტილება თვითმმართველობის წარმომადგემლობითმა ორგანომ შენობის გარეთ მიმდინარე აქციის ფონზე მიიღო, სადაც ოპოზიცია მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, რომლებიც 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს. სასამართლო მათ მიმართ განაჩენს 17 ოქტომბერს გამოაცხადებს.
10 ოქტომბერს, საკრებულოს დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ასოცირებულ კომპანიებს, “თბილისი სითისა” და “თაბორი რიზორთს” გადაეცათ 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე და 4455 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.
თაბორზე არებული ნაკვეთის გადაცემას მხარი დაუჭირა საკრებულოს 31-მა წევრმა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის გადაცემას კი მხარი დაუჭირა 29 დეპუტატმა, ხოლო სამი წინააღმდეგ წავიდა. სხდომა საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
გადაწყვეტილება თვითმმართველობის წარმომადგემლობითმა ორგანომ შენობის გარეთ მიმდინარე აქციის ფონზე მიიღო, სადაც ოპოზიცია მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, რომლებიც 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს. სასამართლო მათ მიმართ განაჩენს 17 ოქტომბერს გამოაცხადებს.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ

ირაკლი კობახიძე – „სამართლიანი არჩევნების“ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება თუ იქნება, უნდა ჩატარდეს სულ მცირე ამერიკული მხარის ჩართულობით

მარიამ ჯაში და ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლების პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს შეხვდნენ
