“ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური კი არა, მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში”

“ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური კი არა, მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში”

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში, ამიტომ არის მათთვის უინტერესო როგორც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი, ასევე ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაფორმდა როგორც, ერთი მხრივ, რუსული ინტერესების გამომსახურე ორგანიზაცია საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ყველაზე მარგინალური და ოდიოზური პოლიტიკური პარტია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკური ძალა სინამდვილეში მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, მთავარი რუსული პარტიაა საქართველოში, ამიტომ არის მათთვის უინტერესო როგორც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი, ასევე ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები