„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანი არ იყოს”

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანი არ იყოს”

საკონსტიტუციო პროექტს მხარს ვუჭერთ უპირობოდ, ნებისმიერი დათქმის გარეშე – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ.

მიგვაჩნია, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ალტერნატივა არ აქვს. ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას. ყველაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროვოკაციული სულისკვეთებიდან და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანი არ იყოს. ამას ისინი აკეთებენ თქვენი უსუსურობის, თქვენი უპასუხისმგებლობის და თქვენი არათანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენი ფრაქცია ვალდებული ვართ იმ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობიან მომავალს”, – განაცხადა გოგიაჩვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები