„ნაციონალური მოძრაობა“ არც ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვლავ „უკომპრომისო ბრძოლას“ აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ არც ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვლავ „უკომპრომისო ბრძოლას“ აანონსებს

არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა, საუბარი გაყალბებაზე და აქციები – ასეთია განწყობა და გეგმები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე თქვა, დღეს წარადგენენ კონკრეტულ გეგმას იმის შესახებ, თუ რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი.

„უკომპრომისო ბრძოლა იქნება. ვიწროპარტიული ინტერესები აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს. იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვიძა. რა არის ჩვენი ამოცანა? ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების, ყველა ვინც გულახდილად არის შეწუხებული, რომ სახელმწიფოში არჩევნები ივანიშვილის პირობები აღარ ჩატარდება“, – აღნიშნა მელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები