ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“თბილისში წლის შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.

ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“თბილისში წლის შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.

ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“თბილისში წლის შემაჯამებელ კონცერტს გამართავს. ამის შესახებ „სუხიშვილები” სოციალურ ქსელში წერენ.

ნაციონალური ბალეტის წარმოდგენებს, სამი დღის განმავლობაში 12,13 და 14 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.

განახლებული პროგრამა ორნაწილიანია. კონცერტზე 17 ცეკვა შესრულდება, რომელთაგან ერთს მაყურებელი პირველად იხილავს.

სუხიშვილების ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, შესრულდება ახალი ცეკვებიც, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა პირველად „ბლექ სი არენაზე“ გამართულ კონცერტზე იხილა. „ცეკვა ქართულს“, „ოტობაიასა“ და ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმულ ქორეოგრაფიას, სახელწოდებით „თამაში“, დასი თბილისში პირველად შეასრულებს.

ბილეთების გაყიდვა უნდა დაწყებულია.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები