„ნაციონალურ მოძრაობიაში“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ვეტო ყველა სადავო საკითხთან მიმართებით უნდა გამოიყენოს
„ნაციონალურ მოძრაობიაში“ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ვეტო ყველა სადავო საკითხთან მიმართებით უნდა გამოიყენოს. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის გადასაწყვეტია, გამოიყვანს თუ არა ჩიხიდან ქვეყანას, რომელშიც თავად შეიყვანა.
„პრეზიდენტმა ამ კონსტიტუციას აუციებლად უნდა დაადოს ვეტო და ყველა იმ საკითხზე უნდა იყოს ვეტოში საუბარი, რომელიც შეჯერებულია ოპოზიციურ სპექტრთან. „ქართული ოცნების“ ხელშია, რომ ის ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა, მონახავს გამოსავალს თუ გააგრძელებს იმ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელმაც მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე“,-განაცხადა ბიბილაშვილმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
