“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” არიან ადამიანები, მათ შორის ლიდერები, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ”

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” არიან ადამიანები, მათ შორის ლიდერები, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ”

აღნიშნულ განცხადებაზე საუბრისას, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “პირისპირ” წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ ზურაბ ჯაფარიძეს ჰკითხა, შეეძლო თუ არა დაესახელებინა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც მარუხანას რეგულარულად მოიხმარდნენ.

“არა, ცხადია, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, თუმცა, დღევანდელ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” არიან ადამიანები, მათ შორის ლიდერები, რომლებიც ჩვეულებრივად მოიხმარენ მარიხუანას, მათ შორის მეც არაერთხელ მომიხმარია მათთან ერთად მარიხუანა. დიახ, მათ შორის არიას ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მთხოვდნენ მარიხუანას მოწევას, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ ზრდიან, ანუ კულტივაციას ეწევიან სახლში და შემდეგ მას მოიხმარენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები