ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ჯეიმს მეტისს შეხვდა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა პენტაგონის ხელმძღვანელთან განიხილა ნატოს წევრი ქვეყნების ფინანსური ვალდებულებების უფრო სამართლიანად განაწილების საკითხი და აღსრულება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ალიანსის სახელმწიფოთა ლიდერებმა ივლისში, ბრიუსელის სამიტზე მიიღეს.

იენს სტოლტენბერგმა შეხვედრები გამართა კონგრესშიც, სადაც ილაპარაკა აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ნატოს მნიშვნელობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ პრობლემებზე. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები