ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინების მცდელობებს გმობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს.
ამის საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატო-ს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბუქარესტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”.
მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარებას გეგმავს დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით

პრემიერი-„როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე, წარმოუდგენელია ეს შეგრძნება არ გქონდეს, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში“

ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე მაშინ, როდესაც არბევდნენ დემონსტრაციებს, აკავებდნენ და კლავდნენ ადამიანებს-მიხეილ ჯანელიძე
