ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით- როზარია პუგლისი

ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით- როზარია პუგლისი

„ვფიქრობ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან ძლიერი, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე გვახსოვს. ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ნატო-ს დღეების ფარგლებში, რეგიონებში პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუგლისმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან შეხვედრების მნიშვნელობას და მათთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს არ წამოადგენს.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს ენთუზიაზმი არ უნდა მივიღოთ როგორც თავისთავად არსებული ფაქტი და არ უნდა გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა, არამედ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ”, – განაცხადა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
ჟურნალისტებთან კომენტირებისას როზარია პუგლისმა ხაზი გაუსვა გასულ წელს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტია დაგეგმილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები