ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის

“გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, თუ რას იზამს, ან არ იზამს რუსეთი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა აქვს და ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა. „ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც რუსეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გადაწყვეტილებები იმის მიხედვით არ უნდა მივიღოთ, თუ რას იზამს, ან არ იზამს რუსეთი. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა, იგი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა მოთხოვნა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, გახდეს ნატო-ს წევრი. ვფიქრობ, გადაწყვეტილებებიც ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა იან კელიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები