ნატო-ს გარდა, სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია-გიორგი მარგველაშვილი

ნატო-ს გარდა, სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას „ამერიკის ხმასთან“ ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და მასში საქართველოს როლზე საუბრისას, განაცხადა, რომ ალიანსთან მიმართებაში ქვეყნის ამბიცია ნათლადაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ნატო-ს გარდა, ჩვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გახდეს ალიანსის წევრი.

„ბრიუსელის სამიტიდან საქართველო მოელის იმას, რომ მოხდება ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება, რაც ნატო-მ და საქართველომ განვლეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. გვაქვს ყველა მექანიზმი, საქართველო ყველა მოთხოვნაში, რაც ნატო-სგან არსებობს, არის საუკეთესო ასპირანტთა შორის, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არის ფორმატი, რომ ნატო არის კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, ნატო-ს გარდა, ჩვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.

ნატო გვიფიქსირებს შემდეგ პროცედურულ დინამიკას – ჩვენ აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. ჩვენი ამბიცია არის წევრობა და MAP-ი არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები