“ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან” – ალიანსის ავიაციის მთავარი სარდალი

“ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან” – ალიანსის ავიაციის მთავარი სარდალი

სასტუმრო „ბილტმორში“ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნატოს ავიაციის მთავარი სარდალი სერ სტიუარტი და თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხელმძღვანელობენ.

სხდომაზე ნატოს ავიაციის მთავარმა სარდალმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

“ნატო დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ალიანსი აგრძელებს და აძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ეს აისახება როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობაში, ასევე სხვადასხვა პროგრამაშიც. ალიანსი საქართველოს ეხმარება თავდაცვის ძალების გაძლიერებაშიც” – აღნიშნა სერ სტიუარტ პიჩმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები