ნათია თურნავამ დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ნათია თურნავამ დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

პირველ რიგში, რაც ლარის კურსს შემდგომ რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ამოქმედება ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს.

„პირველ რიგში, რაც ლარის კურსის შემდგომ რყევებს დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა იქნება. თქვენ იცი, რომ ჩვენ ძირითადი შეზღუდვები პრაქტიკულად მოვხსენით, რათა ტურიზმი აღდგეს, მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემონატანს შემოიტანს. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, თუ რა პირობით შევძლოთ და სახმელეთო საზღვრებიც გავხსნათ. ესეც იქნება კარგი შემომატება ჩვენს საფინანსო ბაზარზე. ზოგადად, თუნდაც ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარებაც მნიშვნელოვანია, იმპორტი შემცირდეს, ვალუტა ქვეყნიდან არ გაედინებოდეს და ქვეყანაში რჩებოდეს. ეს არის ძირითადი ნაბიჯები“ – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე ლარის კურსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ისინი ამას აკეთებენ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები