ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ლარს გააუფასურებს

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ლარს გააუფასურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ლარს გააუფასურებს.
მისი თქმით, ქვეყნის ვალუტის, ლარის კურსზე ზემოქმედების ფაქტორები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს, კონკრეტულად ეს არის მაკროეკონომიკური და მოლოდინების ჯგუფები.
„მაკროეკონომიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სულ ახლახან გამოქვეყნდა მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები. ეს არის 4, 7% მშპ-ს ზრდა, მათ შორის საშუალო თვიური ზრდა ამ ხუთ თვეში გამოდის 4,9%, საკმაოდ მაღალი. ანუ დღემდე რაიმე ნიშანი იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორი არსებობს, რაც გააუფასურებს ლარს, არ არსებობს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ივნისისა და ივლისის მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდისა იგივე იქნება, თუმცა აქამდე ზრდა ძალიან მაღალია. რაიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი არ გვიჩვენებდა, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურდება. მეორე ჯგუფი ფაქტორებისა, ეს არის მოლოდინები. სწორედ მოლოდინებზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის – სტაბილურობა ან სტაბილურობის არარსებობა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის, რომ ტურიზმს შეექმნა საკმაოდ დიდ საფრთხე და გამოწვევა, ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი და მსხვილი წყარო ვალუტის შემოდინების ქვეყანაში, ამანაც თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა მოლოდინებზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები