ნათია თურნავა: იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით იზრუნებს

ნათია თურნავა: იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით იზრუნებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით იზრუნებს.

“მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება”, – აღნიშნავს მინისტრი.

​ცნობისათვის, შეგახსენებთ, ირანისა და ჩინეთის შემდეგ, პირდაპირი ფრენები იტალიასთანაც შეჩერდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები