ნათია თურნავა: 300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად ფართები დაუკანონდება

ნათია თურნავა: 300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად ფართები დაუკანონდება

„300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად დაუკანონდება ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ – ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე, ისინი, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ერთჯერადი არ არის.

„300-მდე ოჯახს სიმბოლურ ფასად დაუკანონდება ის ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ – ეს არის დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, ასევე, ის მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში ამა თუ იმ ფართში ცხოვრობდა და ვერ იკანონებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება და მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი.

ეს არ არის ერთჯერადი აქტი. ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და მათი შუამდგომლობის საფუძველზე გადავცემთ და ვუკანონებთ მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც დე ფაქტო იმყოფებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონიერი საკუთრების უფლება არ ჰქონდათ. ეს კეთდება რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები