ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში გადმოასვენონ.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში გადმოასვენონ.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში გადმოასვენონ.
“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა შეხვედრა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში ცხედარი იქნას გადმოსვენებული. ამისთვის ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და გაარკვევს მიზეზებს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ფედერაციაში გადაასვენებენ.
ოსური მხარის ინფორმაციით, მათ შესაბამისი ექსპერტიზა ადგილზე ვერ ჩაატარეს, რის შემდეგად აუცილებელი გახდა ცხედრის რუსეთში გადასვენება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, ახალგორში დააკავეს.
ოსური მხარის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ციხეში კიბეზე დავარდა და გარდაიცვალა.
თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები