ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა ადვოკატები დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება და უნდა დადგინდეს, თუ ვისგან ყიდულობდნენ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს. მისი თქმით, საქმეში ძირითადად ოთხი მოწმეა, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

“დასადგენია ასევე ბრალდებულების დანაშაულებრივი კავშირები, ვისგან იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს”, – თქვა საქმის პროკურორმა.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები