“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან”

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის”,
წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები