ნანა ოქრუაშვილის წარდგენისას ელისაშვილმა ის მუზეუმის მართვის საუკეთესო სპეციალისტად დაახასიათა.

ნანა ოქრუაშვილის წარდგენისას ელისაშვილმა ის მუზეუმის მართვის საუკეთესო სპეციალისტად დაახასიათა.

გუნდის ახალი სახის, ნანა ოქრუაშვილის წარდგენისას თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ის „მუზეუმის მართვის საუკეთესო სპეციალისტად და სამუზეუმო საქმის უბადლო მცოდნედ“ დაახასიათა.
„თბილისში იყო, სამწუხაროდ იყო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი – თოჯინების მუზეუმი და დღეს არ არის. მუზეუმი გავერანებულია და ეს მუზეუმი გავერანდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან ქალბატონი ნანა აღარ არის ამ მუზეუმის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის ბრძანება 01-87 საფუძველზე ნანა ოქრუაშვილი ნამდვილად გათვისუფლდა თბილისის თოჯინების მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან მთელი რიგი დარღვევების, მათ შორის ფინანსური დარღვევების, წესდებითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევებისა და „საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის დარღვევების გამო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 29 ივლისის №30.02.651 განკარგულების საფუძველზე, დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 9 (ცხრა) ერთეული მუზეუმის, მათ შორის ა(ა)იპ „ქ. თბილისის თოჯინების მუზეუმის“ რეორგანიზაციის (შერწყმა/გაერთიანების) პროცესი და დაფუძნდა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ (ს/ნ 402036998), რომელიც რეგისტრაციაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2016 წლის 4 აგვისტოს განხორციელდა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მზად არის საკითხთან დაკავშირებული მასალები და დამატებითი ინფორმაცია გაასაჯაროოს დაინტერესებული პირებისათვის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები