ნამახვანჰესი აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

ნამახვანჰესი აღარ აშენდება: ENKA საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

$800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – ინფორმაციას BM.GE ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„ENKA Renewables, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინფორმაციას ENKA İNŞAAT-ის განცხადებაზე დაყრდნობით, BM.GE ავრცელებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები