ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N9 კორპუსის მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი 413 გრძივ მეტრზე შეიცვალა, ასევე, დამონტაჟდა 13 საკომუნიკაციო ჭა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე ბოლო ეტაპზეა წყალარინების ძველი ქსელის რეაბილიტაციის პროცესი. უახლოეს პერიოდში გზასაც შევაკეთებთ, დაიგება ასფალტის საფარი და კაპიტალურად მოწესრიგდება კორპუსის ეზო. ამ პროექტით 130 ოჯახს მოუგვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროექტის ღირებულება 63 549 ლარია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები